"ივანიშვილს კიდევ ერთხელ დავუჯერებთ, მაგრამ უკანასკნელად..." - ბუბა ხოტივარი

რეჟისორი ბუბა ხოტივარი საარჩევნო ციებ-ცხელებაზე­ საუბრობს. მისი აზრით,  არჩევნების პირველი ტური კარგი იყო "ქართული ოცნების" გამოსაფხიზლებლად. მათ ბევრი დააშავეს.

"პირველი ტურის შედეგები კანონზ­ომიერი იყო. მოსახლეობამ ყვითელი ბარა­თი­ უჩვენა მთავრობას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დამარცხებას ვაღიარებ. უნდა გაიმა­რჯვოს "ქართულმა ოცნებამ"! თუ გაიმარჯვებს რუსეთის სპეცსამსახურ­ე­ბის ოფიცერი,­ საქართველო დაიღუპება.­ "ნაციონა­ლურ მოძრაობას" რუსული სპეცს­ამსახურები ხელმძღვანელობენ, გრიგოლ ვაშაძე კი რიგითი ოფიცერია, ისევე­ როგორც სააკაშვილი და დანარჩენები. ესენი არიან საქართველოს დასანგრევად დაპროგრამებული მართვადი დაჯგუფება.

მე გრიგოლ ვაშაძის არც ერთი სიტყვის არ მჯერა. ვაშაძე, რომელსაც ბავშვებისთვის მოსწავლე-ახალგაზრდობის ისტ­ორიული შენობის წართმევა უნდოდა, რა ნამუსით აპირებს პრეზიდენტობას? მისი გამარჯვება არ შეიძლება! საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე. ივანიშვილს კიდევ ერთხელ დავუჯერებთ, მაგრამ თუ ცვლილებები ვერ დავინახეთ - უკანასკნელად..." - აცხადებს "კვირის პალიტრასთან" ხოტივარი.