ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განცხადება

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განცხადება

რამდენიმე დღის წინ მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი გია ცერცვაძე.ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური კიდევ ერთხელ გამოთქვამს მწუხარებას და სამძიმარს უცხადებს გია ცერცვაძის ოჯახს და მეგობრებს.

მოგახსენებთ,რომ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და თავდაცვის სამინისტროს შეთანხმების საფუძველზე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება,თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკ, გია ცერცვაძის მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალვის თაობაზე.
ვინაიდან,თადარიგის ვიცე- პოლკოვნიკის ოჯახმა არ მიიღო აღნიშნული შეთავაზება,დღეს გია ცერცვაძე სამხედრო პატივით დაიკრძალა გორის სამოქალაქო სასაფლაოზე,
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური უმორჩილესად გთხოვთ,პატივი ვცეთ დაღუპული მეომრის ხსოვნას,ოჯახის წევრებს, მეგობრებს და ამ ტრაგედიას ნუ გახდით პოლიტიკური თემებით სპეკულაციის საგნად.
საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, გია ცერცვაძე ყველა ბრძოლაში მონაწილეობდა. 2007 წლიდან ის შიდა ქართლში შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმის უფროსის მოადგილე იყო. მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს ომში