"გრიგოლ ვაშაძე დღეს ფავორიტია, მას არ სჭირდება არავითარი პოპულისტური კამპანია"- დავით ბერძენიშვილი

„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის თქმით, საქართველოს მოსახლეობამ ხელისუფლების არაკვალიფიციურობას პასუხი არჩევანის პირველ ტურში გასცა. დავით ბერძენიშვილის თქმით, ახლა არჩევნების ბედს ის ამომრჩეველი წყვეტს, ვინც ე.წ. შუაშისტები არიან და არც „ნაციონალურ მოძრაობას“ და არც „ქართულ ოცნებას“ არ უჭერენ მხარს. დავით ბერძენიშვილი დარწმუნებულია, რომ გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი სახელისუფლებო კანდიდატის დამარცხებას შეძლებს:

„საქართველო თავისი ამომრჩევლის მეშვეობით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე აღმოჩნდა. არავინ არ ველოდით, რომ ასეთი დაძაბული დაპირისპირება იქნებოდა. ის რომ მეორე ტური იქნებოდა და ძალიან არ ჩამორჩებოდა ვაშაძე ზურაბიშვილს ველოდით, მაგრამ ყველა ქალაქს თუ წალეკვით მოუგებდა ოპოზიციას და მეორე ტურში აქვს უზარმაზარი უპირატესობა გრიგოლ ვაშაძეს, ფავორიტ ოპოზიციურ კანდიდატს, ამას ნაკლებად ველოდით და ამას ხელისუფლებამაც შეუწყო ხელი.

გრიგოლ ვაშაძე დღეს ფავორიტია. მას არ სჭირდება არავითარი პოპულისტური კამპანია. აქამდე მოვიდა სოლიდური კამპანიით. მას აქვს შესაძლებლობა, გაიმარჯვოს და დაამარცხოს. გარდა მისი ტრადიციული ხმებისა, ის იმატებს არა ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების უმრავლესობას. მკაფიოა, რომხელისუფლება ძალიან შეშინებულია, იძახიან, რომ რევოლუციაში გადაზრდიან, სად გაგონილა, რომ მოგებული რევოლუციას აწყობდეს. ჩვენ მხარს ვუჭერთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვოს ოპოზიციურმა კანდიდატმა. სრულიად სხვა პრიოცესი იქნება საპარლამენტო არჩევნები. საპრეზიდენტო არჩევნებს არ მოჰყვება რაიმე კატაკლიზმები, თუ ხელისუფლება არ გააყალბებს არჩევნებს.“- განაცხადა დავით ბერძენიშვილმა გადაცემა "არჩევანში".