"დღეს მოქვითინე სააკაშვილს საჩუქრად ვუგზავნი ჩემი ძმის პიჯაკს" – ბესელია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია ყოფილი პრეზიდენტის სატელევიზიო ინტერვიუს ეხმიანება.

"დღეს მოქვითინე სააკაშვილს საჩუქრად ვუგზავნი ჩემი ძმის პიჯაკს,  ჩემი ძმა დიდსულოვანია და მისი დაპატიმრების ბრძანების გამცემს, ამ შემწეობას არ დაამადლის. საბრალო სააკაშვილი, ჩემზე ღარიბი ყოფილა, თან ათჯერ მეტად . მერე რაა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის ძარცვისთვის, პიჯაკების, უცხოელი მზარეულების, პირადი ექიმებისა თუ მეგობრების საჩუქრებისთვის ბიუჯეტს ხრავდა და ამ ხარჯმა არც მეტი არც ნაკლები მხოლოდ 2009 წლიდან 2013 წლამდე  9 მილიონ ლარი შეადგინა.

მერე რა, რომ ათასობით მოქალაქის საკუთრება გააჩუქა, გადაიფორმა, გაძარცვა, დაინაწილა. მერე რა, რომ მისი და მისი გუნდის ძალადობის შედეგად უკვე 47 მილიონზე მეტი ქონების დაბრუნება მოხდა და ასჯერ მეტი კიდევ ასანაზღაურებელია და რაც ვერ ანაზღაურდება?

მათ შორის ჩემი უდანაშაულო ძმის ერთი წლით დილეგში ჩაგდება და ჩემი ოჯახის აწიოკება? და რამდენი ასეთი უდანაშაულო?

P.S ამ ზამთარს რომ გადაურჩეს, ეს პიჯაკი იქნებ გამოადგეს" – წერს ეკა ბესელია.