გია ვოლსკი იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლიბმაც ამომრჩევლების მოსყიდვის ეჭვი გამოთქვეს და აღნიშნულ პროგრამაზე გამოძიება მოითხოვეს, ტენდენციურობაში ადანაშაულებს. მესამე სექტორის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომელის ყალბი პირადობების დაბეჭვდას ეხება, გია ვოლსკის მესამე სექტორის წარმომადგენლების კომპეტენციაში ეჭვი ეპარება.
„ერთი ვინმემ აგვიხსნას, რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომ დაბეჭდო ეს, რამდენი უნდა დაბეჭდო, როგორ უნდა გამოიყენო? ეს ნაცმოძრაობის პერიოდი ხომ არ არის?! რეგისტრაციას გადის ყველა. ერთი ვინმემ თქვას, როგორ უნდა გამოიყენო? ბიძინა ივანიშვილმა საბეჭდი აპარატი მოიპარა, წაიღო სოფლებში და იქ ბეჭდავს? ეს ცოტა არასერიოზულად მეჩვენება“, - აცხადებს გია ვოლსკი.
დეპუტატი ამომრჩევლების მოსყიდვის ფაქტს გამორიცხავს და აცხადებს, რომ, თუნდაც, ის ფაქტი, რომელიც კარტოფილის და ხახვის დარიგებას ეხებოდა, არასწორად იქნა გავრცელებული. ის ადამიანი, ვინც ამ პროდუქტს არიგებდა, არაფერი აკავშირებს „ქართულ ოცნებასთან“.