ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილის თქმით, წინა ხელისუფლების პირობებში იგეგმებოდა ევროპული სტანდარტის ციხეების მშენებლობა, თუმცა ვერ მოესწრო.
„ციხეები არ იყო იდეალური არც ჩვენი მმართველობის დროს, თუმცა, ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს ცოცხების კადრები დადგმული იყო. ციხეები არის მძიმე მდგომარეობაში ახლაც. როგორ უნდა გამოსწორდეს ეს?! ჩვენ ამაზე ვმუშაობდით. ნორვეგიული სტანდარტის ციხეები შენდებოდა დასავლეთ საქართველოში, რაც ამათმა შეაჩერეს“, - განაცხადა სააკაშვილმა "360 გრადუსში.
მისივე თქმით, დანაშაულთან ბრძოლისთვის ციხის გარდა სხვა მეთოდების გამოყენებაც შეიძლება.