საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
"ხვდებით ახლა, ძალაუფლების დანაწილების მუღამი რაშია? ქოცებმა ვალების დაფარვის მერე – 2000 დევნილ ოჯახს სახლები აუშენდებათო. თუ ამდენი შეეძლოთ ამ შობელძაღლებს, აქამდე ვის უნახავდნენ?
წარმოგიდგენიათ, ოპოზიციონერი პრეზიდენტი რომ აირჩიონ, თუნდაც უფუნქციო, მერე რა თავს გაიგიჟებენ დახმარებებით?
თქვენთვის ვამბობ, ბიძია, თორემ მე რა, ამათი ნაჩუქარიც არაფერი მინდა" - წერს გამსახურდია.