"ვანო შოუს" მუსიკალური ბენდის წევრმა, საქსოფონისტმა გოგა გარსევანიშვილმა დღეს თავი მოიკლა. ამის შესახებ ინფორმაცია "ამბები.გე"-ს შოუს წამყვანმა, ვანო ჯავახიშვილმა დაუდასტურა.
"ჩვენც ცოტა ხნის წინ გავიგეთ, ძალიან მოულოდნელი იყო. თავზარდაცემულები ვართ. ოჯახსაც ვერ ვუკავშირდებით", - განაცხადა ჯავახიშვილმა.
როგორც ტელეწამყვანი აცხადებს, მუსიკოსს სერიოზული პრობლემები არ ჰქონია.
"ფეისბუქზე" გოგას გვერდზე გარსევანიშვილის მეგობრები წერენ, რომ მუსიკოსმა თავი ჩამოიხრჩო.
31 წლის გოგა გარსევანიშვილი ვანოს შოუში წელიწადნახევარი მუშაობდა. გარსევანიშვილი დაოჯახებული არ ყოფილა.