„მე მინდა მათ ვუთხრა მათ, ვისაც ჰგონია, რომ ახალგაზრდებისთვის ერთადერთი თემა უნდა იყოს, პლანს მოწევენ თუ არ მოწევენ, თუ თქვენ გინდათ ჩემი პოლიტიკა დავიყვანო ჯაფარიძის დონეზე, თქვენ ამას ვერ ეღირსებით! მე არ ვაპირებ ვინმეს ვუთხრა, მოწიე ძმაო, ხომ არ მოგიკიდო? აჰა, კიდევ სატივე თუ რა ჰქვია მაგ საოხრეს... ერთად ჩავიცუცქოთ და გავაბოლოთ," - ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუქის" პირდაპირ ეთერში ჩართვისას, სოციალური ქსელის მომხმარებლის შესაბამისი კითხვის საპუხოდ განაცხადა.
"მიმაჩნია, რომ ვისაც უნდა მოწევა ამაზე ციხეში არავინ უნდა ჩაჯდეს, მსოფლიო მივიდა ამის გაგებამდე, ნიუ-იორკში სვამდნენ ჯერ კიდევ 2 წლის წინ, შვედეთში ჯერ კიდევ არის ამაზე ადმინისტრაციული სასჯელი და ბევრ ევროპულ ქვეყანაში ეს რეგულირდება ყველგან, მაგრამ ჩვენ არ დავუშვებთ საქართველოს ნარკოკარტელად გადაქცევას. რაც შეეხება ახალგაზრდობას, აქ თემა არის უფრო ფართო, ვიდრე ნარკოტიკები და მისი სხვადასხვა ფორმები", - განაცხადა სააკაშვილმა.