გვარამია ანა დოლიძისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

გვარამია ანა დოლიძისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს:

„ქალბატონი ანა დოლიძე ან ამ უკიდურესად მავნებლური სისულელისთვის ბოდიშს მოიხდის, ან შეუერთდება გედი ფოფხაძეების გრძელს რიგს. 

არჩევანი მასზეა. დრო - ცოტა" - წერს ნიკა გვარამია.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის განცხადებით, მისთვის მიუღებელია გრიგოლ ვაშაძის პრეზიდენტად გახდომა.