"ქართული ოცნების" დეპუტატი აკაკი ზოიძე დიტო სამხარაძის და გედევან ფოფხაძის ღია მუქარაზე საუბრობს და კოლეგებს იცავს:
"სამხარაძეს კარგად უწერია - კანონის ფარგლებში. კარგით ეხლა, ვის როგორი მხატრული ენა აქვს - კბილები შეიძლება იყოს პოლიტიკური კბილები. კანონის დაცვის კბილების ჩამოღება რას უნდა ნიშნავდეს. ანეგდოტურ იმაში ნუ გადახვალთ. ძალიან გთხოვთ, ბატონი გედევანის კომენტარიც ცწორად აიღეთ, ამ შემთხვევაში ამან შეიძლება მისცეს დასაბამი სამოქალაქო სცენარსო და არა თვითობ სამოქალაქო ომსო, ასე იყო ზუსტად"- განაცხადა ზოიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ რეგიონალური სამსახურის ხელმძღვანელი, დიტო სამხარაძე ოპოზიციას კბილების "ჩამოლეწვით" ემუქრება, გედევან ფოფხაძე კი ამბობს, რომ „თუ ვაშაძე არჩევნებს მოიგებს, ეს სამოქალაქო ომის დაწყების რეალური ნაბიჯი იქნება“