დიდი „რაზბორკები“ მეორე ტურის წინ „ოცნებაში“ და სოსო გოგაშვილის, კახა კალაძისა და მამუკა მდინარაძის საიდუმლო შეხვედრა რესტორანში

დიდი „რაზბორკები“ მეორე ტურის წინ „ოცნებაში“ და სოსო გოგაშვილის, კახა კალაძისა და მამუკა მდინარაძის საიდუმლო შეხვედრა რესტორანში

დიდი „რაზბორკები“ „ქართულ ოცნებაში“ - გავრცელებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა ყველა, ვინც სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაზე პასუხისმგებელია, როსტომ მეფის სასახლეში დაიბარა.

შეხვედრაზე იმყოფებოდა თანამდებობიდან სკანდალით წასული სუს-ის უფროსის მოადგილე, იოსებ გოგაშვილი, რომელიც ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში ფინანსებს განაგებდა და ასევე, პასუხისმგებელი იყო მხარდამჭერების მობილიზებაზეც.

სავარაუდოდ, სწორედ ამ შეკრების შემდეგ დარეგულირდა შიდა დაპირისპირება „ქართულ ოცნებაში“. პარტიის დიდი ნაწილი პირველ ტურში წარუმატებლობას სწორედ ზურაბიშვილის ფაქტორს უკავშირებდა.

ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ სოსო გოგაშვილი, კახი კალაძე და მამუკა მდინარაძე ერთმანეთს უკვე ერეკლეს ქუჩაზე, „ქართული ოცნების“ ოფისთან მდებარე ერთ-ერთი რესტორანში შეხვდნენ.

ასევე, გაირკვა, რომ სუს-იდან სკანდალით წასული სოსო გოგაშვილს „ქართული ოცნების “ საარჩევნო შტაბი ჩააბარეს.

„კურიერის“ ინფორმაციით, სწორედ გოგაშვილი იყო პასუხისმგებელი პირი, ვისაც სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერების მობილიზება უნდა მოეხდინა და მას ჰქონდა ჩაბარებული რეგიონის აგიტატორებისათვის განკუთვნილი ფულიც. არჩევნების შედეგით უკმაყოფილო ბიძინა ივანიშვილმა კი შეხვედრაზე პასუხი გოგაშვილს მოსთხოვა.

ამ დრომდე „ქართული ოცნება“ ორადაა გაყოფილი. გუნდის ნაწილი არჩევნებში მარცხს სალომე ზურაბიშვილის ფაქტორს აბრალებს.

არსებული ინფორმაციით, ვიდრე სალომე ზურაბიშვილი კამერების წინ გამოჩნდებოდა ის ბიძინა ივანიშვილს შეხვდა და მოსთხოვა გარანტია, რომ მეორე ტურში მის გასამარჯვებლად მმართველი გუნდი ყველა რესურსს გამოიყენებდა.