თეიმურაზ გორჯესტანი: ჩვენი მომავალი არის ევროპა და ეს არის სალომე ზურაბიშვილი

თეიმურაზ გორჯესტანი: ჩვენი მომავალი არის ევროპა და ეს არის სალომე ზურაბიშვილი

ჩვენი მომავალი არის ევროპა და ეს არის სალომე ზურაბიშვილი, – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილის შვილმა თეიმურაზ გორჯესტანმა განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი განცხადება ბრძოლისთვის მზადყოფნას მიუთითებდა.

„ჩვენ ყველას ერთად გვაქვს საქართველოს მოსახლეობის ნდობა, რომ აირჩევს ევროპასა და მათი შვილების მომავალს. ჩვენი მომავალი არის ევროპა და ეს არის სალომე ზურაბიშვილი“, – განაცხადა თეიმურაზ გორჯესტანმა.

სალომე ზურაბიშვილმა დღეს განაცხადა, რომ მეორე ტურში ბრძოლისთვის მზად არის.

მისი თქმით, გრიგოლ ვაშაძესა და რუსეთს ქვეყანას არ დაუთმობს.