ირაკლი შონია: ჩვენც შეგვიძლია იგივე გავაკეთოთ და თავზე დავალეწოთ ვაშაძის ხროვას ის ოფისი...

ირაკლი შონია: ჩვენც შეგვიძლია იგივე გავაკეთოთ და თავზე დავალეწოთ ვაშაძის ხროვას ის ოფისი...

ჟურნალისტი ირაკლი შონია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

„ამ საპრეზიდენტო არჩევნების დროს თითქოს სულ ვიყავით დაცვის რეჟიმში, თავს ვიცავდით და „თავს ვიმართლებდით“ რომ არაფერი ჩაგვიდენია, მოწინააღმდეგე კი იერიშზე გადმოდიოდა ახალი ჭორებით და დეზინფორმაციებით, ან არ ვაქცევდით ყურადღებას „იმათ იყვირონ და ჩვენ მაინც მოვიგებთ“ მესმოდა... არა ბატონებო დამთავრდა ეს კულტურული ჩარჩოები, როგორც საჭიროა ისე უნდა მოვუქნიოთ მაგათ, სხვანაირი პიარ ტექნოლოგიებია საჭირო, რეაგირება! ასევე იმ საშინელ ვიდეო ჩანაწერებში სადაც იკვეთება დანაშულის ნიშნები უნდა მოახდინოს რეაგირება პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ! ვინც კანონი დაარღვია დააპატიმრეთ, მოახდინეთ ექსტრადირება დამნაშავეების აღასრულეთ სამართლიანობა რაც პირდაპირი მოვალეობაა! სალომე ზურაბიშვილის ყველა შეკრებაზე რაიონებსა და ქალაქებში ადგილი ჰქონდა ნაცების და მიშისტების მხრიდან შეკრებების ჩაშლის მცდელობებს, აგრესიულ თავდასხმებს! უნდა მოჰყოლოდა ამ ხალხის იზოლაცია თუ არა და მეორე ტურამდე ჩვენც შეგვიძლია იგივე გავაკეთოთ და თავზე დავალეწოთ ვაშაძის ხროვას ის ოფისი.... (შეკრებების ჩაშლას რა უნდა) და ჩვენც ვიტყვით კონსტიტუციურ ჩარჩოებში ვმოქმედებთ!“ - წერს შონია.