ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერია. მისი თქმით, მეორე ტურშიც აუცილებლად დაუჭერს მხარს. მისი თქმით, ხელისუფლებაში დასაბრუნებლად ემზადება ძალა, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში იმავე მეთოდებით განაგრძობს მმართველობას, როგორც ამას წლების განმავლობაში ახორციელებდა.
“რა თქმა უნდა მხარს ვუჭერ “ქართულ ოცნებას” და მინდა რომ ქალბატონმა სალომემ გაიმარჯვოს, ყველაფრის მიუხედავად რაც მის წინააღმდეგ ხდება, ის არის მხნედ და რაც დღეს განაცხადა, ამისთვის მინდა მადლობა გადავუხადო. დღეს არის ერთადერთი შესაძლებლობა იმის, რომ მოძალადეებმა ხელში არ ჩაიგდონ ძალაუფლება. მე დარწმუნებული ვარ, რომ არაფერი არ შეიცვლება, ისინი იმავე მეთოდებით დაიწყებენ დარბევას, პირველებს ვისაც შეეხებიან იქნებია ჟურნალისტები, გრიგოლ ვაშაძე ყველაფერი მობილიზებული აქვს, რუსეთიდან ჩამოყვანილი ჰყავს უამრავი პიარ ჯგუფი, ჟურნალისტები, ადამიანები, ვინც მას აპიარებენ”- განაცხადა გიორგი აბდალაძემ.