მე არაფერი მომიპარავას, არცერთი უკანონო ქმედება არ ჩამიდენია და რა მჭირს შესაწყალებელი? თითზე გადასახვევი არ წამომიღია საქართველოდან,უზრუნვეყოფილი უნდა იყოს სამართლიანი სასამართლოს უფლება - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
"რაც შეეხება პოლიტპატიმრებს, მოისმინოს ახალმა პრეზიდენტმა რის საფუძველზე არიან გასამართლებული და მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება", - განაცხადა სააკაშვილმა.
ძალიან სერიოზული საფრთხის წინაშე ვართ, რადგან პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე არ არის მარტო გრიგოლ ვაშაძე – ის არის პრობლემების მთელი პაკეტი, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმ, ანა დოლიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„ეს პრობლემები არის დათა ახალაია, ბაჩო ახალაია, ვანო მერაბიშვილი – ადამიანები, რომლებიც მხილებული არიან რეალურ, აქტიურ, ფართომასშტაბიან უფლებების დარღვევებში. წაიკითხეთ მათივე პარტიაში მყოფი გიორგი ტუღუშის ანგარიშები, რომელიც თავის დროზე სახალხო დამცველი იყო. ვაშაძის პირობა იმისა, რომ ამ ადამიანებს შეიწყალებს და დააბრუნებს, ნიშნავს უდიდეს არასტაბილურობას ქვეყანაში. ამის დაშვება არ შეიძლება და მე ეს მომავალი არ მომწონს“, – განაცხადა ანა დოლიძემ.