“არანაირი სამოქალაქო ომი არ დაიწყება. არ ვიცი ვინ რა თქვა. ქვეყანაში დესტაბილიზაციას არ დაუშვებს და ამის გარანტი არის პარტია “ქართული ოცნება”, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახი კალაძემ განაცხადა მისივე გუნდის წევრის გედი ფოფხაძის განცხადების საპასუხოდ.
თუ გრიგოლ ვაშაძე საპრეზიდენტო არჩევნებს მოიგებს, ეს რეალური ნაბიჯი იქნება სამოქალაქო ომის დაწყებისკენ” – ასეთი განცხადება გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ.
როგორც მან აღნიშნა, ,,ნაციონალური მოძრაობის” შესაძლო დაბრუნების თავიდან აცილების მიზნით, გუნდში ყველა გაერთიანდება.