ლალი ბადურაშვილი გრიგოლიას:

ლალი ბადურაშვილი გრიგოლიას: "შენ გირტყამდნენ თავში “იმედში”, მე კი არა"

გადაცემა “რეაქციის” წამყვანს ლალი ბადურაშვილმა სწორედ ამ სიტყვებით მიმართა:

"ჩემი მოლოდინი იყო, რომ პირველ ტურში ყველაფერი დამთავრდებოდა სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ. იმიტომ კი არა რომ მე მომწონს, მონაცემები ხომ არის. ბაქრაძის მონაცემები ხომ ვიცით, ტანკები რომ იყო მოსული და დანა-ჩანგლებით წადიო. ინგა, შენ გირტყამდნენ თავში “იმედში”, მე კი არა”, – განაცხადა ლალი ბადურაშვილმა.

მას ინგა გრიგოლიამ უპასუხა, რომ არ მავიწყდება წარსული, რაზეც ბადურაშვილი მიუგო: 

“ძალიან კარგი. ვიცი რომ არ დაგავიწყდება, იმიტომ რომ ჭკვიანი ხარ. სალომე ზურაბიშვილი არის გონიერი, ჭკვიანი, სადაც უმსახურია, ყველგან არაჩვეულებრივი და ბრწყინვალე იყო. შევცდით. “ოცნებამ” ჩათვალა, რომ მაინც გამარჯვებულები ვართ და ბევრი დაჯდა სახლში. სალომემ უნდა მოიგოს სხვა გზა არ არის. თორემ იქნება: “ყველანი ციხეში” და “ზედ ორი გვამი”. ვისზე მელაპარაკებით?!”.