პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძე ადასტურებს, რომ დღეს ჯანდაცვის კომიტეტზე დააყენა საკითხი მარიხუანის კულტივაციის კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევასთან დაკავშირებით:
ქვეყნის მოსახლეობამ ამ არჩევნებზე ძალიან ბევრი პრობლემური საკითხის გამო გვითხრა არა და ეს ჩვენი საპრეზიდენტო კანდიდატის მიღებული ხმების რაოდენობაზე მკაფიოდ აისახა - ერთ-ერთი საკითხი სწორედ მთავრობის მიერ შემოტანილი მარიხუანის კულტივაციის კანონპროექტია.
არ გვაქვს უფლება დავშორდეთ მოსახლებას და უნდა ვიყოთ ადექვატური რეალობის - ჩვენი მომხრეების ხმები, სამწუხაროდ, შემცირდა... ჩვენ უნდა სწრაფად შევცვალოთ ბევრი რამ და გადავდგათ შემხვედრი ნაბიჯები.
მოხარული ვარ, რომ, ჩემმა კოლეგების დიდმა ნაწილმა ჯანდაცვის კომიტეტზე მხარი დაუჭირა ამ ინიციატივას", - წერს კობერიძე.