პაატა ბურჭულაძის განცხადებით, მთავარი პრობლემა არის ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც სჭირდება მხოლოდ მორჩილები და ისინი, ვინც ყველაფერზე თავს უქნევენ.
"ეს არის ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც სჭირდება მხოლოდ მორჩილები და ისინი, ვინც ყველაფერზე თავს უქნევენ, მაგრამ ასე არ გამოდის. თავისუფალი ხალხი არ შეიძლება მართოს მონამ, ეს შეუძლებელია", - განაცხადა ბურჭულაძემ.
ამასთან, პაატა ბურჭულაძემ საქართველოს პროკურატურას მოუწოდა, რომ ფონდ „იავნანას" წინააღმდეგ აღძრული საქმე დახუროს.
„კიდევ ერთხელ მივმართავ საქართველოს პროკურატურას, გამოდით, მოიხადეთ ბოდიში და დახურეთ ფონდ „იავნანას" წინააღმდეგ აღძრული სამარცხვინო საქმე. უთხარით მთელ საქართველოს სიმართლე, რომ ამ ფონდში მეორე წელია ეძებთ დანაშაულს და მხოლოდ კეთილ და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმეებს პოულობთ.
"ძალიან რთულია ფონდის წინააღმდეგ ჩადენილ სისტემურ დანაშაულს შეცდომა დავარქვათ, მაგრამ გამოდით და აღიარეთ დროულად, რომ ეს ყველაფერი იყო სიცრუე. არ მგონია, რომ „ქართული ოცნების" რომელიმე წევრს სჯეროდეს ამ ცილისწამების, მაგრამ უკვე მეორე წელია ხდება ფონდის და ჩემი დისკრედიტაცია და არც ერთი მათგანი ხმას არ იღებს ივანიშვილს რომ არ აწყენინონ, ეს არ არის მონობა?!", - აღნიშნა მან.