რუსეთი სოჭთან თავდაცვით სარტყელს აღმართავს, თუ საქართველო და უკრაინა ნატოში გაწევრიანდებიან

რუსეთი სოჭთან თავდაცვით სარტყელს აღმართავს, თუ საქართველო და უკრაინა ნატოში გაწევრიანდებიან

იმ შემთხვევაში თუკი საქართველოსა და უკრაინას ნატო-ში მიიღებენ, ახალი ბირთვული სტრატეგიის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკული ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსები განთავსდება, რომლის საშუალებითაც მოსკოვში ჩასასვლელად 7-8 წუთი იქნება საჭირო და რუსეთის სტრატეგიულ ობიექტებზე ბირთვული სარაკეტო დარტყმების განხორციელებაც შესაძლებელი იქნება.

რაც შეეხება უკრაინას, მის შემადგენლობაში დარჩენილი სივრციდან შესაძლებელია „ბირთვული დაშინების" სტრატეგიის განხორციელება. ანალოგიური მისიის განხორციელებაა შესაძლებელი საქართველოს საზღვაო აკვატორიაშიც.

აშშ-ს პრეზიდენტის მრჩევლის ჯონ ბოლტონის საქართველოში ვიზიტი რუსეთმა ასე აღიქვა. ამაზე მიგვანიშნებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპული თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორის ანდრეი კელინის განცხადება, - აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „რეზონანსი" სამხედრო ექსპერტს ვახტანგ მაისაიას გაესაუბრა.

„თუკი საქართველო და უკრაინა შევა ნატოში და ნატოს ახალი ბირთვული სტრატეგიის თანამხმად ჩვენს ტერიტორიაზე განთავსდებიან ამერიკული ოპერატიულ-ტაქტიკური და ტაქტიკური სახის სარაკეტო კომპლექსები. მაშინ მოსკოვამდე მათი მიღწევის დრო შეადგენს 7-8 წუთს და ამ კომპლექსების მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება რუსეთის სტრატეგიული ობიექტებზე ბირთვული სარაკეტო დარტყმების მიყენება.

„არაფერს ვამბობ საზღვაო ბაზირების ფრთოსან სარაკეტო კომპლექსებზე „თომაჰოუკებზე", რომელთა რადიუსი აღწევს 2000-2500 კმ-ს და მარტო აზოვის ზღვიდან, ანუ უკრაინის შემადგენლოაბში დარჩენილი სივრციდან შესაძლებელია „ბირთვული დაშინების" სტრატეგიის განხორციელება, რომ არაფერი ვთქვათ საქართველოს საზღვაო აკვატორიაში ანალოგიური მისიის განხორციელებაზე," - აღნიშნა მაისაიამ.

საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების შემდეგ რუსეთს სერიოზული კოლოსალური ეკონომიკური პრობლემა ექნმება, - აღნიშნულთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპული თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორმა ანდრეი კელინმა განაცხადა.

„რა მოხდება, თუ საქართველო და უკრაინა ნატო-ში გაწევრიანდებიან? ეს ჩვენთვის კოლოსალური სამხედრო-ეკონომიკური პრობლემა იქნება. ამ შემთხვევაში რუსეთს სოჭის მახლობლად თავდაცვითი სარტყელის აღმართვა და კოლოსალური რესურსების დახარჯვა მოუწევს," - განაცხადა ანდრეი კელინმა.

ვახტანგ მაისაიას განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილება საშუალო და მცირე მოქმედებების რადიუსის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმებიდან გასვლის თაობაზე რუსეთისთვის შემაშფოთებელია და სწორედ ამ გადაწყვეტილებას ეხმიანება რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელიც.

„რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის აღნიშნული განცხადება ზუსტად ეხმიანება იმ პროცესს, რომელიც ვითარდება დღეს საერთაშორისო უსაფრთხების პირობებში და შეეხება სტრატეგიული შეიარაღების რბოლის თემას. აშშ-ს ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, დატოვოს 1987 წელს ჯერ კიდევ რეიგანისა და გორბაჩოვის დროს მიღწეული მნიშვნელოვანი ხელშეკრულება მცირე და საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტების შემცირების შესახებ," - განაცხადა მან.

მაისაიას თქმით, რუსეთმა არაერთხელ დაარღვია საშუალო და მცირე მოქმედებების რადიუსის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ ხელშეკრულება. რუსებმა თავად დაიწყეს მცირე და საშუალო სიშორის სარაკეტო კომპლექსების განახლება და ახალი შეიარაღების წარმოება.

„ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო ყველა 500-5500 კმ-ის რადიუსის სიშორის მანძილზე მოქმედი სარაკეტო კომპლექსების, ძირითადად სახმელეთო ბაზირების, განადგურება. რუსებმა დაარღვიეს აღნიშნული ხელშეკრუოება, რადგანაც დაიწყეს სწორედ მცირე და საშუალო სიშორის სარაკეტო კომპლექსების მოდერნიზება და ახალი შეიარარების წარმოება.

„მაგალითად „ისკანდერის" ტიპის კომპლექსები და „ტოჩკა-უ". ასევე შექმნეს საჰაერო და საზღვაო დანიშნულების ანალოგიური ტიპის კომოლექსები: „ბულავა", „კინჟალი", „სინევა" და „კალიბრი"," - აღნიშნა მან.

მისი თქმით, აშშ-ს სურვილია დაახლოებით სამ-ოთხ თვეში ანალოგიური ტიპის სახმელეთო ბაზირების კომპლექსები აღადგინოს და ამისათვის აშშ-ს თავდაცვის ბიუჯეტიდან ათეულობით მილიარდი დოლარია გამოყოფილი.

„აშშ-ს ძალუძთ სულ რაღაც სამ-ოთხ თვეში აღადგინონ ანალოგიური ტიპის სახმელეთო ბაზირების კომპლექსები და მათ ამა წლის თავდაცვის ბიუჯეტში გათვალისწინებული აქვთ ამ მიზნებზე დაახლეობით 58 მლრდ. ამერიკული დოლარი.

„ამიტომაც რუსებს მართლაც ეშინიათ, ეხლა უკვე რეალურ კონტექსტში, რომ მათ შეიძლება ასეთი გეოსტრატეგიული კონფიგურაციის პირობებში იგემონ დამარცხება ამ რბოლაში და ისინი, როგორც ჩანს, ამისთვის ემზადებიან. მით უფრო, ამ მისიით იყო ჩასული ჯონ ბოლტონი და მისი ჩამოსვლა საქართველოში როგორც ასევე ამ კონტექსტში აღიქვეს, ასე ჩანს ანდრეი კელინის განხცადებიდანაც," - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.