მთელი ქვეყნის მასშტაბით ვიწყებთ მობილიზებას, ყველა შემეხმიანეთ - ინგა ბერიკაშვილი

მთელი ქვეყნის მასშტაბით ვიწყებთ მობილიზებას, ყველა შემეხმიანეთ - ინგა ბერიკაშვილი

2012 წლის მებრძოლო ერთგულო ჯარისკაცებო, ვინც მაშინ გვერით მყავდით და სიცოცხლეს სასწორზე დებდით შემეხმიანეთ! - ამ განცხადებას უფლებადამცველი ინგა ბერიკაშვილი ფეისბუქის გვერდზე აქვეყნებს.

"დიდი საფრთხის წინაშე დაგვაყენეს! 2012 წლის მებრძოლო ერთგულო ჯარისკაცებო, ვინც მაშინ გვერით მყავდით და სიცოცხლეს სასწორზე დებდით შემეხმიანეთ! მთელი ქვეყნის მასშტაბით ვიწყებთ მობილიზებას და მემგონი ახსნა არ გვჭირდება, რომ მეორე ტურში იმაზე დიდი შედეგი უნდა დავდოთ ვიდრე 2012 წელს იყო!

"ვინ დაუშვა შეცდომა, ვინ გაყიდა არჩევნები თუ ვინ უღალატა ხალხს, ახლა ამის დრო არაა, მეორე ტურს მოვგებთ თუ არა, ეს მერეც შეგვიძლია გამოვიძიოთ და პასუხიც მოვთხოვოთ! ყველანი შემეხმიანეთ აქ და მე დაგიკავშირდებით, გააგებინეთ სხვებს მე თუ არ მყავს აქ და სრული მობილიზაცია გამოვაცხადოთ! ჩვენთან უფალია, ჩვენთვის ლოცულობს უწმინდესი და იღუმენია. ჩვენ საბოლოოდ დავამარცებთ ბოროტ ძალას ქვეყანაში!", - წერს ინგა ბერიკაშვილი