ჩემი დაწერილი ტექსტი არ არის, ფეიკ-გვერდზე გამივრცელეს“ - ირმა სოხაძე

ჩემი დაწერილი ტექსტი არ არის, ფეიკ-გვერდზე გამივრცელეს“ - ირმა სოხაძე

მომღერალი ირმა სოხაძე გაუგებრობის მსხვერპლი აღმოჩნდა. დღეს სოციალურ ქსელში მისი სახელით პოსტი დაიდო, სადაც სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას სთხოვდა ბიძინა ივანიშვილს.

როგორც ირმა სოხაძემ „2020NEWS”-განუცხადება, მსგავსი პოსტი მას არ დაუწერია და ფეიქ-გვერდზე გამოქვეყნდა, რის გამოც მოსახლეობისგან უარყოფით წერილებს და სეტყობინებებს იღებს.

„ეს ჩემი დაწერილი ტექსტი არ არის, ფეიკ-გვერდზე გამივრცელეს. ამ ყველაფერს ძალიან ცუდი რეაქცია მოჰყვა. ბიძინა ივანიშვილთან წერილის გაგზავნ, რომ მინდოდეს, ამას ფეისბუქით კი არ გავაკეთებ, პირადად გავუგზავნიდი“ - განუცხადა „2020NEWS“-ს ირმა სოხაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ტექსტი, სადაც მომღერალი ბიძინა ივანიშვილს სთხოვს, რომ სალომე ზურაბიშვილს კანდიდატურა არ მოახსნევინოს და იქვე დასძენს, რომ მან ხმა სწორედ ზურაბიშვილს მისცა.

პ.ს. აღნიშნული ცრუ ინფორმაცია „2020NEWS“-ის სოციალური მედიის მიმოხილვაშიც მოხვდა. სააგენტოს ირმა სოხაძე დაუკავშირდა და მისი განმარტების შემდეგ, აღნიშნული ინფორმაცია ჩვენი სააგენტოს ვებ-გვერდიდან მოიხსნა.