„სრული ისტერიკაა „საქოცეთში“

„სრული ისტერიკაა „საქოცეთში“

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით ნებიერიძე ახალქალაქში გრიგოლ ვაშაძის შტაბის წევრებზე  თავდასხმის ფაქტს აფასებს და „ქართულ ოცნებას“ სამოქალაქო ომის პროპაგანდაში ადანაშაულებს.

“დღეს მთელი დღეა, სრული ისტერიკაა „საქოცეთში“. იმის ნაცვლად, რომ მეორე ტურის წინ, ეს ფარჩაკი „ობერ ქოცები“ და მათი სამარცხვინო კანდიდატი ესაუბრებიდნენ მოქალაქეებს იმ უმძიმესი პრობლემების გადაჭრის ხედვებზე, რომლებიც მათ გამო დაუდგა ქართველ ხალხს, ისინი მოუწოდებენ თავის მომხრეებს სამოქალაქო ომისკენ. ეს სრული კატასტროფა და სისხლის სამართლის დანაშაულია. ეს პარაზიტები უკვე ფიქრობენ სამხედრო ხუნტის მეშვეობით ხელისუფლების შენარჩუნებაზე. ხვდებიან, რომ პოლიტიკურად სრულიად განადგურებულები არიან და ხალხს აღარ უნდა ამ ბიუჯეტის ვირთხების ხელისუფლება, რომლებმაც მომავალი გაუყიდეს ჩვენს შვილებს. ზუსტად ამიტომ, ამ ქოცურ ომის პარტიას ჩვენ უნდა დაუპირისპიროთ მშვიდობა, სიყვარული, სინერგია, ჩვენ ხომ უკვე გამარჯვებულები ვართ. ზუსტად ამ დროს ახალქალაქში ქოც ზონდერები კრიმინალი დეპუტატის მკოიანის ბანდები თავს დაესხნენ ჩვენს პარტიულ ოფისს და სასტიკად ცემეს ჩვენი აქტივისტები. მთლიანად დარბეულია ჩვენი პარტიული ოფისიც. ბიძინა დააოკე შენი ცოფიანი ძაღლები“.-წერს დავით ნებიერიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. რამდენიმე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც დაზარალებულებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, მათ თავს „ქართული ოცნების“ აქტივისტები დაესხნენ.  გრიგოლ ვაშაძის შტაბის წევრები ამბობენ, რომ ფიზიკური ანგარიშსწორების მიზეზი არჩევნების შედეგები გახდა.