წერეთელზე მე-14 სართულიდან 25 წლის მამაკაცი გადმოვარდა, რომელიც გადარჩა

წერეთელზე მე-14 სართულიდან 25 წლის მამაკაცი გადმოვარდა, რომელიც გადარჩა

წერეთლის გამზირზე ერთ–ერთი კორპუსის მე–14 სართულიდან 25 წლის მამაკაცი გადმოვარდა. ქირურგიის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ 25 წლის მამაკაცი უვნებელი გადარჩა. იგი საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შეიყვანა.

„მამაკაცი აცხადებს, რომ მას ფანჯარასთან ფეხი დაუცდა და იგი ავტოფარეხში ჩავარდა, სადაც „პუფებზე“ დაეცა. პაციენტს სხეულის დჟეჟილობა აღენიშნება. მას შესაბამისი გამოკვლევები უტარდება და რამდენიმე საათი დაკვირვების ქვეშ იქნება“, – აცხადებენ ქირურგიის ეროვნული ცენტრის პრესსამსახურში.