„საერთოდ გახვედით გონიდან…? რას ნიშნავს… სალომემ რომ წააგოს სამოქალაქო ომს იწყებთ?! დაადუმეთ ეს უგონო არსებები!“

„საერთოდ გახვედით გონიდან…? რას ნიშნავს… სალომემ რომ წააგოს სამოქალაქო ომს იწყებთ?! დაადუმეთ ეს უგონო არსებები!“

„ქართული ოცნების“ დეპუტატის გედევან ფოფხაძის განცხადებას ეხმაურება ხათუნა ლაგაზიძე. დეპუტატის თქმით, თუ გრიგოლ ვაშაძე გამარჯვებს, „სამოქალაქო ომის დაწყების რეალური ნაბიჯი იქნება“

„თქვენ საერთოდ გახვედით გონიდან თუ როგორაა თქვენი საქმე, ესაა თქვენი სამი დღის ნაფირქი მესიჯი?! და რას ნიშნავს, რომ სალომყეს წაგების შემთხვევაში სამოქალაქო ომს იწყებთ?! აბა, ვაშაძე თუ გაიმარჯვებს, იმას სამოქალაქო ომი რაღაში სჭირდება?! ეს იმ სერიიდანაა საქართველომ რომ რუსეთს ომი დაუწყო?! დაადუმეთ, ეს თქვენი ვადაგასული, უგონო არსებები, მირჩევია მე თქვენთვის, სანამ კიდევ რჩევის ხასიათზე ვარ!“