მაშველებმა მტკვრიდან 28 წლის მამაკაცი ამოიყვანეს

მაშველებმა მტკვრიდან 28 წლის მამაკაცი ამოიყვანეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა თბილისში, მდინარე მტკვრიდან 28 წლის მამაკაცი უვნებლად ამოიყვანეს.

უწყების ცნობით, მამაკაცი, ორთაჭალჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე, წყალში იყო შესული და დახმარებას ითხოვდა.

მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ადგილზე ერთი სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.