თავდასხმას ხელმძღვანელობდა ენზელ მკოიანის, „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატის, ძმა არტურ მკოიანი, - ამის შესახებ განცხადება გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ გაკეთა.
„ამ თავდასხმას ხელმძღვანელობდა ენძელ კოიანის, „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატის, ძმა არტურ მკოიანი. ეს პიროვნება იდენტიფიცირებულია და ასევე მიმდინარეობს ჩვენ მხრიდან სხვა თავდამსხმელების იდენტიფიცირება. ჩვენი ინფორმაციით, 20-მდე ადამიანი დაესხა ჩვენს შტაბს. ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებულები და სასტიკად არიან ნაცემები. ასევე, ჩვენი ინფორმაციით აბრაჰამ აბრაამიანი შეიძლება გადმოიყვანონ თბილისში იმდენად მძიმე ტრამვები აქვს," - ამბობს ვაშაძე.
ახალქალაქში მომხდარ თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ხულიგნობას ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღიდან ან იარაღიდან სხვა საგნის გამოყენებით.