„ქართულ ოცნებაში“ არის უამრავი პატრიოტი და პროფესიონალი ადამიანი, რომლებთანაც ვაპირებ თანამშრომლობას, რადგან მე მათთან მაქვს საერთო მიზანი - ევროკავშირი, ნატო, კრიმინალის და კორუფიის აღმოფხვრა - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.
„ქართულ ოცნებაში“ არის უამრავი განათლებული და პატრიოტი ადამიანი, რომლებიც მოხვდნენ იქ იმიტომ, რომ არ მოსწონდათ და ხშირად სამართლიანადაც, რაც ხდებოდა შიდა პოლიტიკაში. მე ამ ადამიანებთან ვაპირებ თანამშრომლობას, რადგან პროფესიონალ, განათლებულ და პატრიოტ ადამიანებთან მე მაქვს ერთიანი მიზანი - ევროკავშირი, ნატო, კრიმინალის და კორუფციის აღმოფხვრა ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ“ - განაცხადა გირგოლ ვაშაძემ.