"დემოკრატიული მოძრაობის" წევრის, გუბაზ სანიკიძის განცხადებით, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა შეცდომა დაუშვა, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილს დაუჭირა მხარი.
მისი თქმით, "ქართულ ოცნებას" მხარი მაგალითად დავით უსუფაშვილისთვის, რომ დაეჭირა, საპრეზიდენტო არჩევნებს პირველივე ტურში მოიგებდა.
"სალომე ზურაბიშვილს რაც დამართეს "ნაცებმა", დამართეს პროფესიონალურად, იდეალურთან მიახლოებული საარჩევნო კამპანია ჩაატარეს. ყველანაირი საბაბი მიეცით "ნაცებს", რომ ასეთ მდგომარეობაში ჩამდგარიყავით. ძალიან შეუფერებელი კანდიდატი დაასახელეთ თქვენ. ბიძინა ივანიშივილის პრობლემა ამაში გამოიხატება ზუსტად, რომ ოდნავ განსხვავებულ აზრს ვერ გუობს. დავით უსუფაშვილი მისთვის იყო ყველაზე კომფორტული პარტნიორი კოალიციაში. დავით უსუფაშვილს აქვს უნარი, საქმეზე ილაპარაკოს, ნაკლები სუბიექტური და უფრო მეტი ობიექტური. უსუფაშვილიც კი ვერ იგუა ბიძინა ივანიშვილმა. "ქართული ოცნების" პრობლემა არის ის ერთი კაცი, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ", - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში.