“ივანიშვილმა სასწრაფოდ უნდა დაიწყოს პარტიის გაწმენდა” - თემურ ნანეიშვილი

“ივანიშვილმა სასწრაფოდ უნდა დაიწყოს პარტიის გაწმენდა” - თემურ ნანეიშვილი

გამარჯვების რა შანსები აქვთ მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილს და გრიგოლ ვაშაძეს, ამის თაობაზე "რეზონანსი" აკადემიკოს თემურ ნანეიშვილს გაესაუბრა, რომელიც არ გამორიცხავს, რომ მეორე ტურში სურათი შეიცვლება.

თემურ ნანეიშვილი: "ოცნების" შეცდომები დაიწყო კოჰაბიტაციით და იმ განცხადებებით, რომ შუა უნდა გაიკრიფოს. რა თქმა უნდა, საჭირო არ არის 200 ან 400 პარტია, ჩვენ ახალგაზრდა დემოკრატიის ქვეყანა ვართ და ეს პროცესი დაიწმინდებოდა.

ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისთვის კი აუცილებელია მრავალფეროვნება. ახლა პოლიტიკურ ველზე დარჩა ორი ერთმანეთთან დაპირისპირებული პარტია, სხვა პარტიები გაქრნენ;

ალბათ იყო სხვა შეცდომებიც. ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილმა სასწრაფოდ, მიზნად უნდა დაისახოს პარტიის გაწმენდა. ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრბაში კი ახალი პოლიტიკური ძალა უნდა გაჩნდეს.

რაც შეეხება არჩევნების შედეგებს, როგორც ჩანს, "ოცნებამ" წინასაარჩევნო კამპანიის დროს კარგად ვერ იმუშავა, მათ შორის რეგიონებში. საზოგადოების განწყობება კი ალბათ ასეთი იყო,

ბევრი არ მივიდა, რადგან იმედი ჰქოდა, რომ ჩემს საქმეს სხვა გააკეთებსო. სავარაუდოდ, მეორე ტურში მივლენ ის ადამიანები, რომლებიც მართალია არჩევნების წინა დღესაც საყვედურს გამოთქვამდნენ "ოცნების" მისამართით, დღეს კი სხვანაირად ლაპარაკობენ, რომ დაუშვებელია "ნაცმოძრაობის" კანდიდატის გამარჯვება.

მათემატიკური თვალსაზრისით, მეორე ტურში გამარჯვების შანსი აქვს გრიგოლ ვაშაძეს. "ევროპული საქართველო" და "ნაცმოძრაობა" ალბათ ისევ შეერთდებიან. "რესპულიკური" პარტია აცხადებს, რომ მეორე ტურში მხარს დაუჭერს გრიგოლ ვაშაძეს. სავარაუდოდ ნათელაშვილიც, მაგრამ საკითხავია მათი ელექტორატი მოიქცევა მათი ხელმძღვანლების სურვილის მიხედვით?

ალბათ "ოცნების" მხარამჭერებიც გამოფხიზლდებიან და მივლენ არჩევნებზე. ასე, რომ გამორიცხული არ არის, რომ მეორე ტურში სურათი შეიცვლება" - განაცხადა "რეზონანსთან" თემურ ნანეიშვილმა.