საპარლამენტო უმრავლესობის წერი ანრი ოხანაშვილი სალომე ზურაბიშვილის მედიასთან ურთიერთობას აფასებს.
დეპუტატის თქმით, უკეთესი იქნებოდა თუ სალომე ზურაბიშვილს ჟურნალისტების მიმართ მეტი პატივისცემა ექნება.
„მე ვისურვებდი, რომ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ჟურნალისტების მიმართ სწორი კომუნიკაცია იყოს შერჩეული და უფრო მეტი პატივისცემა ჟურნალისტების მიმართ",- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
გუშინ სალომე ზურაბიშვილი არჩევნების შემდეგ პირველად გამოჩნდა ჟურნალისტებთან, თუმცა მან არჩევნების შედეგებზე კომენტარი არ გააკეთა და ჟყრნალისტებს ზურგი აქცია.