სააკაშვილი უკრაინაში დასაბრუნებლად ემზადება

სააკაშვილი უკრაინაში დასაბრუნებლად ემზადება

დეპუტატ იური დერევიანკოს ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში 2019 წლის მაისში, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაბრუნდება. განცხადება სააკაშვილის ტანაპარტიელმა დერვიანკომ “უნიანთან” გააკეთა.

„სააკაშვილი უკრაინაში 2019 წლის მაისში, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაბრუნდება. საპარლამენტო არჩევნების წინ ის ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად მიიღებს მონაწილეობას“, – განაცხადა დერევიანკომ.

2017 წლის ივლისში უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სააკაშვილს მოქალაქეობა ჩამოართვა. უკრაინამ სააკაშვილი პოლონეთში გააძევა და ქვეყანაში შესვლა 2021 წლამდე აუკრძალა.