2008 წლის 8 მაისს პატრულის თანამშრომლის მიერ მოკლული გიორგი გამცემლიძის მამა ჯამბულ გამცემლიძე მიმართვას აქვეყნებს:
"მინდა მოგმართოთ ყველას, ვისაც მისწვდება ჩემი ხმა,დღეს უკვე ნაწყენობა და ბუტიაობა არაფერს გვარგებს, დავივიწყოთ. თუ ვინმე უნდა იყოს "ოცნებაზე" ნაწყენი პირველი ალბათ მე ვარ. დღესაც ჩემი შვილის საქმე თაროზეა შემოდებული და არავითარი რეაქცია არ ჩანს. მე ვარ შვილ მოკლული მამა, რომელმაც იური ვაზაგაშვილთან, ია მეტრეველთან, რუსუდან შარაძესთან, ლია წკრიალაშვილთან, ირინა ენუქიძესთან ერთად ვებრძოლეთ ნაცხროვას და ბევრი ოჯახი გადავარჩინეთ შემდეგი ტრაგედიისაგან, სხვას თუ ერთი აგური აქვს დადებული ნაცხროვის მოსაშორებლად, ჩვენ და ჩვენმა შვილებმა რამდენი დავდეთ უფალმა უწყის.
მე არ ვიცი როგორ მიიღებს საზოგადოება ჩემ თხოვნას, მაგრამ მე და ჩემი მეგობრები ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამათი ბოგინი მოისპოს საქართველოში და თუ ეს ვერ შევძელი, მე შევაკვდები მათ.
ნურავის ეგონება რამე ჩემი საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე ვწერ ამ თხოვნას. მე დღემდე ვარ უმუშევარი და ჩვეულებრივად ვცხოვრობ ჩემს დარდსა და ავადმყოფობასთან ერთად. ბატონებო, დღესაც დაძრწის შავებში გადაცმული "აქლემის" აჩრდილი ჩვენ ქვეყანაში ნაცბანდის სახელით და სად დაიჩოქებს არავინ არ იცის, არ გაგახარეთ ნაცებო სანამ ცოცხალი ვარ“, - წერს ჯამბულ გამცემლიძე.