„ქართულ ოცნებაში“ დიდი ალიაქოთია - „ნიუპოსტის“ წყაროს ცნობით, შუშის სასახლეში ერთი-მეორეს მიყოლებით დაიბარეს მაღალჩინოსნები, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილი რისხვა დაატყდათ. „ქართული ოცნების“ ლიდერშიპს უთხრეს, რომ „თუ არჩევნების მეორე ტურში ზურაბიშვილმა დამაჯერებლად არ გაიმარჯვეებს, ვიღაცები პოლიტიკურ სანაგვეში აღმოჩნდებიან“.
არჩევნების დასრულების შემდეგ, ივანიშვილთან კალაძე-კობახიძესთან ერთად დაიბარეს მამა-შვილი ბიგვავები, რომელებსაც „ფსიქოპორტრეტის“ ეგზიტპოლის შედეგები ივანიშვილმა თავზე გადაახია“.
„უყვიროდა, რა ფულიც წაიღეთ, უკან თეთრების ჩათვლით დააბრუნებთო“- ამბობს „ნიუპოსტის“ წყარო.
„გატისკულ“ პარტიის ლიდერებს თავისი არგუმენტები ჰქონდათ - ივანიშვილთან იმ პოლიტიკოსებმა ამოიღეს ხმა, რომლებიც ზურაბიშვილის კანდიდატობას თავიდანვე ეწინააღმდეგებოდნენ. ისინი ზურაბიშვილს ღიად დაუპირისპირდნან, პარტიის ლიდერების თქმით, არჩევნების წაგების მთავარი მიზეზი ზურაბიშვილის მიერ რუსეთ-საქართველოს ომზე გაკეთებული ხმაურიანი განცხადებაბი გახდა.
თუმცა, არც ზურაბიშვილი დარჩენია ვალში პარტიის წარმოამდგენლბს. პრეზიდენტობის კანდიდატი ამბობდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ჯეროვნად არ იმუშავა. მეტიც, სალომე ზურაბიშვილი ივანიშვილს და მის გუნდს კანდიდატურის მოხსნითაც დაემუქრა.
ზურაბიშვილთან დაახლოებული პირები ამბობენ, რომ სალომესთვის სასწორზე საფრანგეთის მოქალაქეობა დევს, რომელიც საპრეზიდენტო ამბიციის გამო დათმო. თუმცა არსებობს შანსი, რომ ზურაბიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა შეუნარჩუნდეს იმ შემთხვევაში თუ მოთხოვნას 15 ნოემბრამდე გამოიწვევს.
ჩვენი ინფორმაციით, სწორედ ამ განწყობის გამო დაუნიშნეს სალომე ზურაბიშვილს დაცვა - შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი, მიხეილ კენჭიაშვილი.
"ნიუპოსტის" ინფორმაციით, ივანიშვილი "საიდუმლო სერობას" დღესაც გამართავს, რომელსაც სალომე ზურაბიშვილიც დაესწრება, ალბათ, ეს შეხვედრა იქნება მთავარი ინდიკატორი, გაგრძელდება თუ არა ზურაბიშვილ-„ოცნების“ საგა...