რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელის კონსტანტინ კოსაჩოვის თქმით, რუსეთი ყურადღებით აკვირდება საქართველოში საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას, სადაც შეინიშნება დაპირისპირება მოქმედ ხელისუფლებასა და გაერთიანებულ ოპოზიციას შორის, რომლის შემადგენლობაში ექს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტიაც შედის.
„საქართველოს სახელმწიფო მოწყობის თავისებურებების გათვალისწინებით, პრეზიდენტს ფორმალურად ძალიან შეზღუდული უფლებამოსილებები აქვს, მაგრამ ეს მხოლოდ ფორმალურად. ამ შემთხვევაში, მეორე ტურში იქნება ამჟამინდელი ხელისუფლებისა და ოპოზიციის, რომელიც თავს წინა ხელისუფლებასთან აიგივებს, კურსების შეჯახება.“- განაცხადა კოსაჩოვმა.
მან ასევე აქცენტი გააკეთა იმაზეც, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილებაში შედის შეწყალებაც: „არ გამოვრიცხავ, რომ სწორედ ეს უფლებამოსილება შეიძლება იქნას გამოყენებული ერთ-ერთი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში. ამას კი მომავალში საქართველოს შიდა პოლიტიკისთვის საკმაოდ უსიამოვნო შედეგები შეიძლება მოჰყვეს." -აღნიშნა კოსაჩოვმა.