ბიზნესის რეკეტისა და სკანდალრი ფარული ჩანაწერების საქმეზე ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე გამოკითხეს. პროკურატურა ფარცხალაძის ჩვენების გასაჯაროებას არ გეგმავს და ამის მიზეზად გამოძიების ინტერესებს ასახელებს.
მთავარი პროკურორის მოადგილის გიორგი გოგაძის ინფორმაციით, ორი კვირის წინ თბილისში უცხოელი პროკურორები იმყოფებოდნენ, რომლებმაც ჩანაწერების საქმეზე იმუშავეს.
„გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ გეტყვით რა ეტაპზე ვართ. ფარცხალაძე, რომ დაკითხულია ამ საქმეში თქვენ დიდი ხნის წინ ტელევიზიით იხილეთ. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ დეტალებზე ვერ გეტყვით.“- განაცხადა გიორგი გოგაძემ.