დარეჯან ლიპარტელიანი: მიშას სისხლიანი რეჟიმი ხელისუფლებაში არასდროს დაბრუნდება!

დარეჯან ლიპარტელიანი: მიშას სისხლიანი რეჟიმი ხელისუფლებაში არასდროს დაბრუნდება!

ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში წერს:

„აბა, თქვენ იცით, კიდევ კარგად ჩაეფსკვენით „ნაცებს“ და დაუნდობლად, კვლავ გაძარცვეთ და გაპარსეთ ქვეყანა...

გალოკეთ ისევ ერთმანეთი და მშიერ ხალხს, მხოლოდ თითები დაუტოვეთ სალოკად... ისე, ზოგიერთებს იქნებ კიდეც გაწყობთ, „ნაცების“ და სადისტების მობრუნება ხელისუფლებაში აა? ეტყობა, იმ სულელმა და შლეგიანმა მიშამ, ყველას გაცოცხვა, ვერ მოასწრო და გგონიათ, რომ მასთან, ურიგოდ მოგიწევთ გაცოცხვა?... დამიჯერეთ, არც გეღირსებათ არანაირად... იმიტომ, რომ მიშას რესურსი, ფსიქოლოგიური თუ პოლიტიკურიც, არ არის ისეთი, როგორიც ეს იყო 2003 წელს... ის ამჟამად, ყველა ქვეყნიდან, გამოძევებული და გაფარჩაკებული პიროვნებაა, რომელმაც ბელტიყლაპია და დოყლაპია ოცნებელების ხელში, კიდევ შეძლო გაცოცხლება და თავისი გუნდის, ყველაზე ურეიტინგო, უფხო და უავტორიტეტო, ე.წ. რუსაპეტა გრიგოლ ვაშაძის საპრეზიდენტო კანდიდატად შემოჩეჩება... ის მიშამ, გააცოცხლა და პოლიტიკურად გააქტიურა..

მოკლედ და კონკრეტულად, დღითიდღე ვრწმუნდები, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება, თავიდან ბოლომდე, ნაციონალების, უკან ხელისუფლებაში დაბრუნებაში ხელშეშლას ემსახურებოდა და ამ ქვეყნისთვის საშიშ თამაშში, მთავარი მონაწილეების, პრემიერ კვირიკაშვილისა და მისი თანაგუნდელი მინისტრების, თანამდებობიდან კორუფციის ბრალდებით გაათავისუფლებას...

მაშინ, პროკურატურა ცოტათი კი აფხაკურდა და კი დაიკითხნენ მინისტრები, მაგრამ საზოგადოება, კვლავ პირში ჩალაგამოვლებული დარჩა და ხაზინის ქურდებად შერაცხული ჩინოვნიკები, კვლავ თავისუფლად დადიან ქუჩაში და ხშირ შემთხვევაში, ქედმაღლურად აქეთაც კი გვებღინძებიან... თავს გვამადლიან, თითქოს ქვეყანას და ერს, მათი საშვილიშვილოდ გადაუხდელი ვალი ემართოს......

ასე ხდება მაშინ, როცა შენი ერთგული და გვერდში მდგომი ადამიანები, შიმშილობენ და უმუშევრობით სული სძვრებათ, მაშინ როცა, ეს გაუმაძღარი და ახვარი ჩინოვნიკები, ქვეყნის გაქურდვისა და ძარცვის მეტს,სხვას არაფერს აკეთებენ... იტყვით ახლა, რა დროს ესააო, მაგრამ პირდაპირ გიპასუხებთ, ზუსტად რომ კარგი დროა იმისა რომ, ამჯერად მაინც, აზრზე მოხვიდეთ...

არ მინდა ვაწყენინო დათო უსუფაშვილს, მაგრამ ამ საღამოს რომ ეთერში იჯდა და ეკრანიდან გვოძღვრავდა, - ამ ხელისუფლებამ პოლიტიკურ მოუსავლეში გაგზავნილ ნაცებს, უკან დაბრუნების შანსი მისცაო, უკაცრავად ბატონო დათო, მაგრამ თქვენი დამსახურებაა თუ არ ვცდები, ნაცებთან "კოჰაბიტაცია"... ეს სიტყვა პირველად თქვენ ამოსთქვით და გვითხარით, - დავასრულოთ ნაცებთან მტრობა და პოლიტიკური თანაცხოვრება, ე.წ. "კოჰაბიტაცია" იქნებ შევძლოთო... თუარადა თქვენ, აბა ვის მიუძღვის ყველაზე დიდი წვლილი, ნაციონალოებთან კეთილმეგობრული ურთიერთობისა და მათი პოლიტიკური რეანიმაციიდან გამოყვანის მცდელობისა? ...ახლა გამოდიხართ და ბიძინა ივანიშვილსა და ხელისუფლებას აბრალებთ იმას, რაშიც თქვენც მიგიძღვით ბრალი... მართლაც, ყველაზე დიდი და ღვაწლმოსილი ჩინოვნიკი ხართ, ნაცებთან შეხმატკბილებული ურთიერთობის...კოჰაბიტაცია ხომ, თქვენი ექსკლუზივია?!...

ასევე საწყენია, როცა უბრალოდ, ზოგიერთებს, შესწრებულ სიხარულს ვატყობ და სავარაუდოდ, ნაციონალების დაბრუნების მომლოდინე, ერთი ჩინოვნიკს რომ შევხვდი ამასწინათ, იმით გავშიფრე ის რომ, ნაციონალის ზიზღით მიყურებდა დაუფარავად... მიშას და ნაცებს ელის აშკარად... შურისძიება და ღვარძლის ნთხევა, მერე ნახეთ თქვენ, ჩემნაირების მიმართ... მაგრამ აქვე გეტყვით.. არ გეღირსებათ არანაირად, მეორე ტური იქნება.. აი, ეს ის თემაა ნამდვილად, ნაციონალებს რომ დაასამარებს ერთხელ და სამუდამოდ...

დაიმახსოვრეთ: მიშა არ მოვა, ცოცხი და გაუპატიურება არ იქნება, ბიზნესის რეკეტი და სახლების წართმევა-ჩუქება სახელმწიფოსთვის, შუაღამის საათებში, არ იქნება, შანტაჟი და პარლამენტის ტავმჯდომარის საძინებელში, ცოლ-ქმარს შორის სექსის ჩაწერა და მერე, ამ ვიდეოზე, სულელი პრეზიდენტისა და მისი გარემოცვის ამორალური ღლიცინი, არ იქნება, ბიჭების ქუჩაში კვლა და ჩინოვნიკების მიერ ხალხის დარბევა, არ იქნება და მოკლედ, მიშა ჯალათი, თავის ღრიღოლ ღორებიანად, არ იქნებიან ხალხნოო, გაიგეეთ?!...

ჩემი ლამაზი და თბილი საქართველო, დემოკრატიული, განვითარებული, თავისუფალი და ბედნიერი იქნება ნამდვილად, ეს მჯერა და ასეც იქნება... და ბოლოს, მიშას სისხლიანი რეჟიმი ხელისუფლებაში არასდროს დაბრუნდება!

პ.ს. აბა თვენ იცით ფსევდო პოლიტიკოსებო, "კაცებო" გაერთიანდით და კიდევ უამრავჯერ, ლანძღეთ, მუხლჩაუხრელად და თავდაუზოგავად სალომე ზურაბიშვილი და თქვენი ოჯახის სტუმარი, მალე იქნება, ღრიღოლა, თავის მეცოცხე მიშათი... მეტის ღირნი, მაინც, თქვენ არ ხართ!“, - წერს ლიპარტელიანი.