ევროპარლამენტის საპარლამენტო ასამბლეის (EP) დელეგაციის ხელმძღვანელი, ლაიმა ლიუსია ანდრიკიენე საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს აფასებს.
მისი შეფასებით, არ შეიძლება, რომ არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციებს ფაშიზმის ხელშემწყობი ეძახო.
„საქართველო კვლავ პრიორიტეტული ქვეყანაა ევროკავშირისათვის. ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებას, ამიტომაც ვართ აქ.
ჩვენ მოხარული ვარ, რომ არჩევნების დღეს ძალადობა არ დაფიქსირდა. ამან მოქალაქეებს საშუალება მისცა მშვიდობით განეხორციელებინათ თავიანთი დემოკრატიული უფლებები.
რა თქმა უნდა, ძალიან განვიცდი რუსეთის მიერ „სამხრეთ ოსეთის“ და აფხაზეთის და მათი დე ფაქტო მმართველების გადაწყვეტილებას, რომ ჩაეკეტათ ადმინისტრაციული საზღვრები. ამან საქართველოს ბევრ მოქალაქეს საშუალება არ მისცა მონაწილეობა მიეღო არჩევნებში.
არჩევნებამდე დებატები ხშირად უარყოფით კამპანიებზე იყო ფოკუსირებული და პირად თავდასხმებზე, მათ შორის პირად ბრალდებებზე და არა კონკრეტულ ხედვაზე სამომავლოდ.
ჩვენ მივესალმებით მაღალ ჩართულობას დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების. თუმცა აღვნიშნავთ შეშფოთებას, რომ მათგან ზოგიერთი ამოიღეს მიზანში ინტენსიური სიტყვიერი თავდასხმებით, მიუხედავად მათი მუშაობის ხარისხისა. საქართველოში, რომელსაც უნდა ევროკავშირის წევრი გახდეს, არ შეიძლება, რომ არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციებს ფაშიზმის ხელშემწყობი ეძახონ. საქართველოს მოქალაქეები არ იმსახურებენ ასეთ სიტყვებს. ახალგაზრდა დემოკრატიას სჭირდება თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოება, რომელსაც ენდობიან, იცავენ და მხარს უჭერენ მის მნიშვნელოვან მუშაობას“, - განაცხადა მისიის ხელმძღვანელმა.