განხეთქილება

განხეთქილება "ქართულ ოცნებასა" და მის რჩეულ საპრეზიდენტო კანდიდატს შორის - სალომე ზურაბიშვილი პარტიის ოფისში არ გამოჩენილა

დიდი განხეთქილება "ქართულ ოცნებასა" და მის რჩეულ საპრეზიდენტო კანდიდატს შორის - საპრეზიდენტო არჩევნებში განცდილი კრახის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. მან დღეს მის საცხოვრებელ სახლთან მისულ ჟურნალისტებს ზურგი შეაქცია და არცერთ მათ კითხვას არ უპასუხა.

ჟურნალისტებთან საპრეზიდენტო კანდიდატი შინაგან საქმეთა საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილ თანამშრომელთან, მიხეილ კენჭიაშვილთან ერთად გამოჩნდა, რომელმაც შსს ორი კვირის წინ დატოვა.

„კურიერის“ წყაროს ინფორმაციით, ძალოვანი უწყებიდან დაცვა ზურაბიშვილის, პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატის, გასაკონტროლებლად გამოყვეს.

მედიის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახი კალაძის განცხადებამ გააბრაზა, რომელმაც თქვა, რომ პარტიის მთავარი შეცდომა ზურაბიშვილის მხარდაჭერა იყო.

როგორც ირკვევა, გუშინდელი დღის მერე სალომე ზურაბიშვილსა და მმართველ პარტიას შორის ურთიერთობა დაიძაბა, დღეს ზურაბიშვილი არც შტაბში მისულა და არც პარტიის ოფისში.