ასე პასუხობს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი კითხვას იმაზე, რით აიხსნება ის, რომ გლდანის ციხეში არჩევნები გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ მოიგო.
“საერთოდ ციხეში ვინც ზის, როგორც წესი მოქმედ ხელისუფლებასთან აქვს პრობლემა. ციხე რომ ხელისუფლების წინააღმდეგ აძლევს ხმას, ამაში გასაკვირი არაფერია. ციხეში მჯდომ ადამიანს სხვისი ცოცხი მაინცდამაინც არ აინტერესებს. იქ წაგება “ქართული ოცნების” პრობლემა არ არის, “ოცნების” პრობლემაა სისტემური მარცხი, არა “ნაციონალურ მოძრაობასთან”, არამედ საკუთარ თავთან”, – განუცხადა "აიპრესს" ხუხაშვილმა.
შეგახსენებთ, 2012 წელს არჩევნებზე გავლენა სწორედ ციხის კადრებმა იქონია, სადაც ჩანდა, რომ პატიმრებს სცემდნენ, აწამებდნენ და ცოცხებით აუპატიურებდნენ. მაშინ “ნაციონალური მოძრაობა” არჩევნებზე დამარცხდა.