წიკლაური:

წიკლაური: "სულ ცოტაც და ბაჩო და ვანო დატოვებენ ციხეებს"

ნაციონალური მოძრაობის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა პატიმრობაში მყოფი ბაჩო ახალაიას და ვანო მერაბიშვილის პატიმრობიდან გათავისუფლება დაანონსა. 

“სრულდება ჩვენი ძმების ტყვეობის დღეებიც. სულ ცოტაც და ბიჭები დატოვებენ ციხეებს. ისინი თავისი შემართებით, ერთგულებით და თავგანწირვით ამ ბრძოლაში ძალას გვმატებდნენ. მადლობა მათ”, – წერს სოციალურ ქსელში ნუგზარ წიკლაური.

განცხადება მას შემდეგ გააკეთა წიკლაურმა, რაც ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს, ვანო მერაბიშვილს, ბაჩო ახალაიას და სხვებს.