გრიგოლ ვაშაძე: გაპრეზიდენტების შემდეგ, შევიწყალებ მიხეილ სააკაშვილსაც, მერაბიშვილსაც, ახალაიასაც

გრიგოლ ვაშაძე: გაპრეზიდენტების შემდეგ, შევიწყალებ მიხეილ სააკაშვილსაც, მერაბიშვილსაც, ახალაიასაც

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის თქმით, თუ ის საპრეზიდენტო არჩევნებს მოიგებს, შეიწყალებს ექს-პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, აგრეთვე ყოფილ პრემიერს ვანო მერაბიშვილს და თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიას.

გრიგოლ ვაშაძემ ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

- შეიწყალებთ მიხეილ სააკაშვილს?

„რა თქმა უნდა. მიხეილ სააკაშვილსაც, მერაბიშვილსაც, ახალაიასაც", - აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.