სოციალური ქსელის მომხმარებელი თიკო თვალაძე „ქართულ ოცნებას" პიარს უწუნებს და რამდენიმე რჩევას აძლევს:
რჩევა თუ გინდათ ჩემგან. ჩამოწერეთ და ანახეთ ხალხს რეალურად რა გაკეთდა 2012 წლიდან დღემდე - დეტალურად! ყველა სიბინძურეს დაუპირისპირეთ სიმართლე, არა ტროლებით - შესაბამისი სამსახურებით!
გამოათრიეთ და პასუხი გააცემინეთ ყველას, ვისთანაც კითხვები და პრეტენზია აქვს ხალხს!
ივანიშვილის ინტერვიუდან (ბოლო) მეორე დღეს მაინტერესებდა მოკლე მესიჯები რა თქვა და ვერსად მოვიძიე, მეორე დღეს! ბოლოს მე გავაკეთე და დავდე, არავის დაუვალებია. ეს კაცი რას აკეთებს არსად ჩანს თუ არ დაგუგლე და რომც დაგუგლო ვერ იპოვი შიდა სამზარელოდან თუ არ გაიგე.
კვლევები არ აინტერესებს ხალხს, რეალურად რა გაკეთდა ყველა სფეროში ჩამოწერეთ! გააკეთეთ ნაციონალებზე კლიპი (გაგიკვირდებათ და ზოგს დავიწყებია). ყველა მიმართულებით აამუშავეთ ყველა სამსახური. უთხარით ხალხს სიმართლე.
ნაცებით შეშინებას რა უნდა? მოგონება და ტყუილი დაგჭირდებათ თუ რა? ვინ რა ქონება იშოვა მაგათ დროს მაგის გაკეთებაც ძნელია? ვერ მუშაობთ, თორე საქმეს აკეთებთ. მოაშორეთ ნაცები ყველა სტრუქტურიდან, შემოიღეთ კანონი ცილისწამებაზე, ვის ეპრანჭებით? ევროპას და ამერიკას? გამოვალთ ხალხი და ვიტყვით რო ჩვენი დაკვეთაა. მიხედეთ რეგიონებს, ვინ გიზით, სირცხვილია!" - წერს თიკო თვალაძე.