“არცერთი დაპირება არ შესრულდა, ეკონომიკა აყვავდაო ამბობენ, მაგრამ ყველაფერი ძვირდება”

“არცერთი დაპირება არ შესრულდა, ეკონომიკა აყვავდაო ამბობენ, მაგრამ ყველაფერი ძვირდება”

"დღეს ოცნება კი არ დამარცხდა, დამარცხადა ხალხი და მეშინია სამუდამოდ დამარცხებული არ დავრჩეთ, რადგან ქვეყანაში რევანშის სუნი ტრიალებს" - ასე აფასებს მომღერალი ირმა სოხაძე საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს.

"მე სალომე ზურაბიშვილისთვის მხარი არ დამიჭერია, არც კლიპში მიმიღია მონაწილეობა და არც სპორტის სასახლეში ვყოფილვარ. ველოდი, რომ ეს შედეგი დადგებოდა, რადგან ხომ უნდა იგრძნო რა გაწყობაა ხალხში.

არცერთი დაპირება არ შესრულდა, ეკონომიკა აყვავდაო აბობენ, მაგრამ ყველაფერი ძვირდება, უმუშევრობა და ა.შ. არ მიკვირს იმ ხალხის, როცა გიჭირს, შეიძლება ემოციურად რაღაც გადაწყვტილება მიიღო, მაგრამ გასაკვირი ის არის, რატომ გვაქვს ასეთი მოკლე მეხსიერება, ოღონდ ეს წავიდეს -ამბობენ, მერე ვინ მოდის სანაცვლოდ, ისიც რომ მოსაშორებელი გაგიხდება და ვეღარ მოიშორებ?

ამაზე ვაფრთხილებდი წინასაარჩევნო პერიოდში, ყველა გადაცემაში ჩემს თანამემამულეებს; გრძელვადიანი დასკვნები გავაკეთოთ, გავაანალზოთ რა ჯობია ქვეყნისთვის მეთქი, მაგრამ წამოვიდა აზვავებული ტალღა, შემრაცხეს, მე ამას გადავიტან, მაგრამ ახლა "ოცნება" კი არ დამარცხდა, დამარცხდა ხალხი და მეშინია სამუდამოდ არ დავმარცხდეთ, რადგან ქვეყანაში რევანშის სუნი ტრიალებს" - განაცხადა "რეზონანსთან" ირმა სოხაძემ.