"ბერას ქორწილში არ დამპატიჟეს…ჩემს ნათლულს ლოცვებში მოვიხსენიებ"

"ბერას ქორწილში არ დამპატიჟეს, მაგრამ რატომ უნდა ატყდეს ამასთან დაკავშირებით აჟიოტაჟი, ვერ ვხვდები?" - ამის შესახებ თამრიკო ჭოხონელიძემ განაცხადა.

"ბერას დაქორწინების შესახებ თქვენგან - ჟურნალისტებისგან გავიგე და თქვენივე საშუალებით ვულოცავ! სამწუხაროდ, ბერასთან არანაირი ურთიერთობა არ მაქვს, მას მხოლოდ აქციებზე ვხედავდი, მესმის ხოლმე სიახლეები მის ნიჭთან და შემოქმედებასთან დაკავშირებით და ყოველთვის ძალიან მიხარია.

არცერთ ჩემს ნათლულს არ ვაკლებ სითბოს და ყურადღებას ნამდვილად... ბერასთვის ერთადერთი რაც შემიძლია, ლოცვებში მოვიხსენიო და ასე გამოვხატო ჩემი სიყვარული და ზრუნვა მის მიმართ. არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამ ოჯახს ახლობელი ადამიანები ჩამოაშორეს. ჩემს შემთხვევაშიც ასეა წლების განმავლობაში და ბევრი კითხვის ნიშანი მაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით... სამაგიეროდ ის ხალხი იქნება, რომლებზეც ფიქრობენ, რომ მათი დიდი კეთილისმსურველები არიან. ალბათ დადგება დრო, როცა ყველაფერს თავის სახელი დაერქმევა თუნდაც ბერას მხრიდან... მე ნამდვილად ვერ ვიაქტიურებ და მივეძალები, ერთადერთი რაც შემიძლია, მთელი გულით მას ყოველივე საუკეთესო ვუსურვო!" - აღნიშნა ჭოხონელიძემ "კვირის პალიტრასთან" საუბარში.