გჯერათ, რომ ქვეყანაში თითქმის 800 ათასი ავადმყოფი ადამიანია, რომელმაც მხარი იმ ძალას დაუჭირა, რომელმაც გააუპატიურა და ახალგაზრდები მოკლა?

გჯერათ, რომ ქვეყანაში თითქმის 800 ათასი ავადმყოფი ადამიანია, რომელმაც მხარი იმ ძალას დაუჭირა, რომელმაც გააუპატიურა და ახალგაზრდები მოკლა?

გჯერათ, რომ ქვეყანაში თითქმის 800 ათასი ავადმყოფი ადამიანია, რომელმაც მხარი იმ პოლიტიკურ ძალას დაუჭირა, რომელმაც გააუპატიურა და ქუჩებში ახალგაზრდები მოკლა?! – ამდენი ავადმყოფი არ არსებობს, მაგრამ ამ წლების განმავლობაში იმდენი გააკეთეთ, რომ ხალხმა არჩევანი “ნაცმოძრაობასა“ და “ქართულ ოცნებას“ შორის გააკეთა, – აღნიშნული განცხადება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარემ გიორგი ლომიამ გააკეთა.

“ის, რაც გუშინ მოხდა მოსალოდნელი იყო. თქვენ “ნაციონალურ მოძრაობას“ და “ევროპულ საქართველოს“ საშუალება მიეცით, რომ ამ წლებისა და თვეების განმავლობაში პიარი ეკეთებინათ. თქვენი შეცდომაა ის უმადურობა, რომელიც ხალხის მიმართ გამოავლინეთ. ბევრი, ვინც გვერდით გედგათ, თქვენთან ერთად იბრძდა და მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი დაამარცხა, დღესაც იბრძვის, ოღონდ თქვენს საწინააღმდეგოდ. ყველა ის ადამიანი, ვინც ყვიროდა “მიშა მაგარია“, არბევდა ოპოზიციას, აუპატიურებდა და კლავდა, დღეს დაწინაურებულია“, – განაცხადა გიორგი ლომიამ.