ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
,,პარალელური დათვლის შედეგებით გაიმარჯვა გრიგოლ ვაშაძემ. ცესკო საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია. თამარ ჟვანია რა ხდება? 2003 წელი და ნანა დევდარიანი ჩაგისახლდათ? ვერ დამთავრდა ეგ კარგად, შეგახსენებთ.
დროზე შეასწორეთ შეცდომები! დროზე გააუქმეთ ტოტალურად გაყალბებული ბოლნისი, ახალქალაქი და ნინოწმინდა (ესეც 2003 წლის სიმბოლო)! და დროზე დანიშნეთ მეორე ტური და ნუ ეცდებით ქართულ ოცნებას გაუგოროთ და დრო მაქსიმალურად გაჭიმოთ!
არჩევნების გამყალბებლებს პოლიტიკური ამნისტია არ უნდა შეეხოს. ნულოვანი ტოლერანტობა!”- წერს გავარამია.