„ოცნებაში“ ტრაურია. წუხელ მკითხავთან ყოფილან და იმას უთქვამს, გახმებით, დაჭკნებითო“ – რომან გოცირიძე

„ოცნებაში“ ტრაურია. წუხელ მკითხავთან ყოფილან და იმას უთქვამს, გახმებით, დაჭკნებითო“ – რომან გოცირიძე

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, დეპუტატი რომან გოცირიძე 28 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და მმართველ პარტიაზე საკრკაზმით წერს:

„ქართულ ოცნებაში“ ტრაურია. წუხელ მკითხავთან ყოფილან და იმას უთქვამს: „ისე გახმებით, დაჭკნებით და გაქრებით, როგორც გოგა ხაინდრავას მიერ სალომე ზურაბიშვილისადმი „გამარჯვების“ აღსანიშნავად მირთმეული ყვავილების თაიგულიო.

გაქცეულან სამკითხაოდან პარტიის ოფისში თაიგულის სანახავად და რას ხედავენ: ზეიმში წყლის ჩასხმა დავიწყნიათ და თაიგული დამჭკნარა.“