რაც არ უნდა განაწყენებული ყოფილიყავით, ეს როგორ უნდა დაგეშვათ?! – ია მეტრეველი

რაც არ უნდა განაწყენებული ყოფილიყავით, ეს როგორ უნდა დაგეშვათ?! – ია მეტრეველი

"ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში მოკლული ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს:

"აი, რა მოიტანა იმან, რომ არჩევნებზე არ წახვედით, ახლა კმაყოფილები ხართ? მწამებლების პარტია რომ ასე ხარობს და დაგვცინის? რაც არ უნდა განაწყენებული ყოფილიყავით "ოცნებაზე", რა თქმა უნდა, სამართლიანად, როგორ უნდა დაგეშვათ "ნაცების" აღზევება?! პირადული, სახელმწიფოზე ზევით არ უნდა დაგეყენებინათ. იმედია, გაანალიზებთ, ვის მობრუნებას უწყობთ ხელს და მეორე ტურზე ქუდზე კაცი გამოვალთ, და საბოლოოდ დავამარცხებთ გაუგონარ ბოროტ სექტას "ნაც.მოძრაობას". ნუთუ, დაგავიწყდათ სად ვცხოვრობდით? გამარჯვების მერე კი, უკვე სხვანაირად მოვთხოვოთ მთავრობას პასუხი კოჰაბიტაციაზე, და ერთად შევაცვლევინოთ არსებული ვითარება", - წერს მეტრეველი.